|
2018-11-27 12:19:57, 2319 ნახვა
სამხედრო
საქართველოსა და გერმანიას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
“პირველად ჩვენი თანამშრომლობის ისტორიაში ხელი მოეწერა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა კვლავაც მხარს დაუჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს გასაწევრიანებლად მაქსიმუმს გააკეთებს“, - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბერლინში, გერმანელ კოლეგასთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც ხელი სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში“ გაწერილი მიმართულებები საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად დაეხმარება და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს. გერმანიის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროში კოლეგებმა - ლევან იზორიამ და ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოსა და გერმანიას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს და ახალი მიმართულებებიც გამოკვეთეს. ლევან იზორიამ სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ასევე განიხილა ბუნდესვერის თავდაცვის შტაბის უფროსთან, გენერალ ებერჰარდ ცორნთან, გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ვოლფგანგ ჰელმიხთან და კანცლერის მრჩეველთან თავდაცვის საკითხებში, ფლოტილიის ადმირალთან ალექს დეერცთან.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)