|
2015-06-14 16:15:36, 2410 ნახვა
სხვადასხვა
ბოლო ინფორმაციით, ზოოპარკის ტერიოტორიაზე სულ ოთხი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი
ბოლო ინფორმაციით, ზოოპარკის ტერიტორიაზე სულ ოთხი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. აქედან სამი ზოოპარკის თანამშრომელია, ერთი კი უცხო პიროვნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა. კერძოდ, გულიელიძის განმარტებით, დაღუპულია ზოოპარკის თანამშრომელი გულიკო ჭიტაძე, მისი მეუღლე და ზოოპარკის კიდევ ერთი თანამშრომელი. რაც შეეხება მეოთხე გარდაცვლილს, ზოოპარკის დირექტორის ინფორმაციით, ის ახალგაზრდა გოგონაა, რომლის ცხედარიც ზოოპარკის ტერიტორიაზე წყალმა შეიტანა. „ყოველთვის მორიგეობენ თანამშრომლები. მეც აქ ვიყავი, მოვხვდით პირდაპირ წყალდიდობაში. შეუძლებელი იყო რამის გაკეთება. ერთადერთი მოვახერხეთ საკუთარი თავის გადარჩენა. მიზეზს ვერ გეტყვით რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. ალბათ უფრო შემდეგ გავიგებთ. რამდენაც ვიცი, მწყერი ჩამოწვა სადღაც. მდინარე ჩაკეტა, შემდეგ მდინარემ გაარღვია კალაპოტი. ქალბატონი გულიკო დაიღუპა, პატარებს ზრდიდა, ამიტომაც დიდ დროს ატარებდა აქ. დაიღუპა მისი მეუღლე, კიდევ ერთი ადამიანი. ასევე ნაპოვნია ერთი გოგონა, მასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს, ვიცით რომ ახალგაზრდაა როგორც ჩანს წყალმა საიდანღაც შემოიტანა. გზაზე მყოფი მანქანებით სავსეა ზოოპარკი. ზოგი მანქანა შენობების სახურავზეა, წარმოუდგენელი წყალდიოდბა იყო. ყველაზე ღრმა ადგილი 20 მეტრი მაინც იყო. გალიები დაიტბორა. იქიდან ცხოველები გამოვიდნენ და სამწუხაროდ, ნაწილისთვის ეს ძლაიან ცუდად დამთავდა“, - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)