|
2018-11-26 16:16:00, 1024 ნახვა
პოლიტიკა
დეიმონ უილსონი: უკრაინაში მოსკოვის ქმედებები საქართველოში „მცოცავი ოკუპაციის" მსგავსია
ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი რუსეთის მიერ უკრაინულ გემებზე თავდასხმას საქართველოში რუსეთის პოლიტიკას ადარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას atlanticcouncil ავრცელებს. როგორც უილსონმა აღნიშნა, რუსეთს სურს უკრაინას საერთაშორისო წყლებსა და საკუთარ პორტზე უარი თქვას. "რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთი მუშაობდა იმაზე, რომ აზოვის ზღვაზე სრული კონტროლი დაემყარებინა და ქვეყნის პირად აუზათ ექცია. ასევე სურდა ყირიმში კონტროლის გაძლიერებაც. მოსკოვის ეტაპობრივი მიდგომა „მცოცავი ოკუპაციის" მსგავსია, რომელიც საქართველოში 2008 წელს ვიხილეთ. ცალკეული ნაბიჯები არ ჩანს დრამატული, მაგრამ მთლიანობაში რუსეთი სტრატეგიულად იგებს. რუსეთის დღევანდელი მიზანია უკრაინა შეაშინოს და აიძულოს, უარი თქვას ამ საერთაშორისო წყლებსა და მის პორტებზე", - განაცხადა უილსონმა. შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
უკრაინამ ადიღის სამხედრო აეროდრომს შეუტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)