|
2018-11-26 11:20:33, 908 ნახვა
პოლიტიკა
NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს დააკვირდება
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI)- მ საქართველოში 28 ნოემბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე დასაკვირვებლად საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის ჩამოსვლის შესახებ განაცხადა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მუშაობის პროცესში დელეგაცია დაეყრდნობა NDI-ის სადამკვირვებლო მისიის მიგნებებს პირველი ტურის შემდეგ; ა სევე გრძელვადიანი ანალიტიკოსების შეფასებებს, რომლებიც საქართველოში სექტემბრიდან იმყოფებიან. დელეგაციის წევრები არიან: ლორი ფულტონი, აშშ-ის ყოფილი ელჩი დანიაში; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; მარია ბაბიჩი, საერთაშორისო ექსპერტი საარჩევნო საკითხებში; ლორა ლინდერმანი, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი; სარა ვოტერსონი, რეგიონის ექსპერტი; და ლორა თორნტონი, NDI-ის საქართველოს ოფისის უფროსი დირექტორი. NDI-ის სადამკვირვებლო მისია არჩევნების წინასწარი შეფასების ანგარიშს 29 ნოემბერს პრესკონფერენციაზე გამოქვეყნებს. NDI-ის სადამკვირვებლო მისია საქმიანობას მიუკერძოებლად, პროფესიონალურად და საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს. საარჩევნო პერიოდის განმავლობაში NDI ადგილობრივ სადამკვირვებლო ჯგუფებთან და საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. სადამკვირვებლო საქმიანობას აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
უკრაინამ ადიღის სამხედრო აეროდრომს შეუტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)