|
2018-11-25 23:04:25, 1167 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე - დაპაუზებულია მათი პოლიტიკური წამზომი ვინც აჭარაზე ქილიკობს
"დღევანდელი დღე არის ჩვენი ზუსტი პასუხი იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ აჭარა გაჩერდა ან დაპაუზებულია. დაპაუზებული არის მათი პოლიტიკური წამზომი და ჩვენ ასეთი საქმეებით შევძლებთ ვუპასუხოთ მათ ქილიკს" - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპის მშენებლობის დასრულების პრეზენტაციაზე. მისი თქმით, გაზიფიცირების პროექტი არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ მოქმედი ხელისუფლება ზრუნავს მოსახლეობის კეთილდღეობაზე, რეგიონში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაზე. „მაღალმთიან აჭარაში ეს მართლაც ისტორიული დღეა. დღე, როცა ჩვენ საზეიმო ვითარებაში აღვნიშნავთ გაზიფიცირების პირველი ეტაპის დასრულებას. ეს არის ეტაპი, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს ჩვენი მთის განვითარებას. მაღალმთიანი აჭარის განვითარება კი ჩვენი ძლიერი ქვეყნის, ძლიერი საქართველოს საწინდარია" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპის დასრულების ღონისძიებას შუახევის მუნიციპალიტეტში საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო. გაიმართა გაზის ანთების სიმბოლური ცერემონიალი. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრემიერ მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მეორე ეტაპის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რაც შუახევიდან გოდერძის უღელტეხილამდე გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს.
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
უკრაინამ ადიღის სამხედრო აეროდრომს შეუტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)