|
2018-11-25 13:22:26, 1706 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორიამ ავღანეთში ვიზიტი მაზარ-ი-შარიფში სტუმრობით დაასრულა
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ მაზარ-ი-შარიფში სტუმრობით დაასრულა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ მიმართულების (TAAC North) სარდალს, ბრიგადის გენერალ გერჰარდ კლაფუსს ბაზა „მარმალზე“ შეხვდნენ. მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ქართველ და გერმანელ სამხედროებს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრის დროს, ბრიგადის გენერალმა გერჰარდ კლაფუსმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა იმ უპრეცედენტოდ კარგი თანამშრომლობისთვის, რომელიც საქართველოსა და გერმანიის შეიარაღებულ ძალებს შორის ჩამოყალიბდა. „ჩრდილოეთ სარდლობა ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული სარდლობაა ავღანეთში. სარდლობაშინატო-ს 13 წევრი და რვა პარტნიორი ქვეყნის კონტინგენტია გაერთიანებული, მათ შორისაა საქართველო. ვამაყობ, რომ ჩვენს შემადგენლობაში ქართველი სამხედროები არიან და მაღალ დონეზე უჭერენ მხარს მისიას. ისინი მისიის ფარგლებში დასახულ ყველა ამოცანას შესანიშნავად ასრულებენ. ყოველივე ამან კი, შესაძლებელი გახადა, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალები უკვე თვითონ ინარჩუნებენ უსაფრთხოებას ქვეყანაში“,- განაცხადა კლაფუსმა. ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქართველი სამხედროების მიერ აშენებულ წმინდა გობრონის სახელობის სალოცავს ესტუმრა და მას წმინდა გიორგის ხატი შესწირა. მაზარ-ი-შარიფში ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულთან შეხვედრით დაასრულა. ლევან იზორიამ ქართველ მშვიდობისმყოფელებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და გამორჩეული სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)