|
2018-11-23 13:33:51, 1475 ნახვა
პოლიტიკა
პატრიარქი საპრეზიდენტო კანდიდატებს: ვინც უნდა გაიმარჯვოს, არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მყოფ საპრეზიდენტობის კანდიდატებს, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მიმართა. როგორც პატრიარქმა განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები როგორც გამარჯვებას, ისე დამარცხებას ღირსეულად შეხვდებიან. ამასთან, ილია მეორემ პრეზიდენტობის კანდიდატებს წმინდა გიორგის ხატები გადასცა. „ბედნიერი ვარ, რომ ტაძარში ბრძანდებიან ჩვენი მინისტრები, ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატები, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ბატონი გრიგოლ ვაშაძე. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც, მაგრამ მინდა, გისურვოთ, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს, არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, რომელთაც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი, დაეხმარებით ერთმანეთს, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული. წმინდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ“, - მიმართა საპრეზიდენტო კანდიდატებს პატრიარქმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)