|
2018-11-22 11:26:41, 1188 ნახვა
პოლიტიკა
მამიკინსი: მინდოდა მეთქვა, რომ საქართველო მოწინავე ქვეყანაა ასოცირებულ სახელმწიფოებს შორის
ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთის შესაძლებლობების გახსნის კუთხით დადებითად შეაფასა. მან კიდევ ერთხელ განაცხადა რომ საქართველო ასოცირებულ ქვეყნებს შორის ლიდერია: „საქართველოს მთავრობას მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ისევე, როგორც მის წინამორბედს სურდათ დახმარებოდნენ ადამიანებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის რეგიონებში და თქვენ მართლაც უზრუნველყავით ისინი გარკვეული პროგრამებით, იმიტომ რომ ისინი თქვენი საზოგადოების ნაწილია, თქვენი ხალხია. დიდ დროს არ წაგართმევთ, მხოლოდ მინდოდა მეთქვა, რომ საქართელო არის მოწინავე ქვეყანა ასოცირებულ სახელმწიფოებს შორის. თქვენ ეს ჩემზე უკეთ იცით", - განაცხადა ევროპარლამენტარმა. ანდრეს მამიკინსმა ხაზი გაუსვა შრომითი უფლებების კუთხით განსახორციელები ქმედებების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება ყველა ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)