|
2018-11-22 11:14:54, 1180 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი: მოხარულნი ვართ ვიხილოთ საქართველოს აყვავება
"მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჩარლზ ტანოკმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ევროპარლამენტარი მიესალმა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიან და დემოკრატიულ მიმდინარეობას. ასევე განაცხადა, რომ აღსანიშნავია საქართველოს მიერ ქვეყანაში მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის ევროპული პროექტების დამსახურების დაფასება. "ჩვენ მოხარულნი ვართ ვიხილოთ თქვენი, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ძლიერი ქვეყნის ეკონომიკის აყვავება. ვფიქრობ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ასოცირების შესახებ შეთანხმება, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობა, დაეხმარება თქვენს ქვეყანას ეკონომიკურ სტაბილურობაში. ჩვენ უპირობოდ ვუჭერთ მხარს თქვენს გრძელვადიან ევროპულ მისწრაფებებს. ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ძალაში შევიდა ა.წ. მაისიდან ასევე ეხმარება აღნიშნულ პროცესს", - განაცხადა ჩარლზ ტანოკმა. ჩარლზ ტანოკმა ასევე ისაუბრა რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება თავისუფალი და ევროპული საქართველოს იდეას. მისი თქმით, ევროკავშირი წინ უნდა აღუდგეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მილიტარიზაციას, ასევე აქტიურ დისკრიმინაციას, რომელიც მიმდინარეობს ეთნიკური ქართველების მიმართ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში. "ვუერთდები ჩემს კოლეგებს, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. ბრიტანელი ევროპარლამენტარები ყოველთვის მტკიცედ უჭერდნენ მხარს საქართველოს, მის მიერ კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვას", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)