|
2018-11-21 18:56:38, 1374 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: საქართველოში ტარდება დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები, ასეთია ჩვენი მიდგომა
"საქართველოში ტარდება დემოკრატიული, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები, ასეთია ჩვენი მიდგომა", - ამის შესახევ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბახტაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა აჩვენა რომ საქართველოში ჯანსაღი კონკურენცია არსებობს. „ეს არის ნარატივი, რომელსაც ავრცელებს სამწუხაროდ „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა. საქართველოში ტარდება დემოკრატიული, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები ასეთია ჩვენი მიდგომა. ამიტომ არის საქართველო წარმატებული ევროინტეგრაციის გზაზე. პირველმა ტურმა აჩვენა, რომ საქართველოში არის ჯანსაღი კონკურენცია, რომელიც დამახასიათებელი უნდა იყოს ნებისმიერი დემოკრატიისთვის და რა თქმა უნდა მეორე ტურიც ისევე როგორც ნებისმიერი არჩევნები, რომელიც სამომავლოდ ჩატარდება საქართველოში, ჩატარდება უმაღლესი სტანდარტით, ისევე როგორც ეს ტარდება 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში. რაც შეეხება დარღვევებს, თუ ასეთი ფაქტები არსებობს, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ფაქტები“, - განაცხადა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)