|
2018-11-21 18:32:10, 1272 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთის ელჩი: საქართველოს რეპუტაციის დაზიანებით დამდგარი შედეგების დათვლა რთული იქნება - გაუფრთხილდით მას
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოში დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და ჰოლანდიის საელჩოები დააკვირდებიან. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ჯასთინ მაქენზი სმითმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. „აშშ და ჰოლანდია დააკვირდება არჩევნებს. საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს რეპუტაცია, მისი ყველაზე ღირებული მონაპოვარია. მოვუწოდებ ყველა მხარეს გაუფრთხილდნენ ამას. გრძელვადიან პერსპექტივაში ამ რეპუტაციის დაზიანებით დამდგარი შედეგების დათვლა რთული იქნება“, - წერს ელჩი. ცნობისთვის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა, ხოლო მეორე ტური 28 ნოემბერს არის ჩანიშნული. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)