|
2018-11-21 12:22:35, 1082 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემაც დატოვა
„ევროპულ საქართველოს“ პარტიის წევრები კვლავ ტოვებენ. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, პარტიისგან გამიჯვნის შესახებ განცხადება, ამჯერად „ევროპული საქართველოს“ გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ - ლევან ბაგრმა გააკეთა. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზად, მისი ყოფილი თანაგუნდელების მსგავსად, არჩევნების მეორე ტურისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატისთვის მხარდაჭერა დაასახელა: „მე ვტოვებ „ევროპული საქართველოს“ რიგებს, რადგან ჩემთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. დღეიდან, ვემიჯნები პოლიტიკას და ვაპირებ, მთლიანად ჩავეხსნა ამ სიტუაციას. მინდა აღვნიშნო, რომ მე წარსულში ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და დავტოვე ეს პარტია განსხვავებული შეხედულებების გამო. ვფიქრობდი, რომ „ევროპული საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებული, სხვა ძალა იყო, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა. შესაბამისად, მივიღე ეს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახლა უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, „ევროპული საქართველოს“ რიგები პარტიის გორის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა - ზვიად საბანაძემ 10-მდე სხვა აქტივისტთან ერთად დატოვა. ბოლო დღეების განმავლობაში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის გამო, „ევროპული საქართველოს“ რიგებიდან წასვლის შესახებ განცხადებები, შიდა ქართლის გარდა, თბილისში, კახეთსა და სამეგრელოში გაკეთდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)