|
2018-11-20 23:36:18, 1505 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - დღეს ჩვენი ძირითადი კონკურენტი ოპოზიციად და პარტიად არ იწოდება
„ოპოზიცია არის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა. თუ გუნდში პრობლემაა, ესევე პრობლემაა მთლიანად პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, ჩვენ აქაც ღარიბები ვართ, როგორც ეკონომიკა გვაქვს ღარიბი, ასევე ღარიბია პოლიტიკური ისტებლიშმენტი“ - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, საზოგადოებას ისევ თეთრსა და შავს შორის არჩევანის გაკეთება უწევს , რაც ცუდია. მისივე თქმით, ამის ხარჯზე თითქოს პარაზიტობს „ქართული ოცნებაც“ რომ ისევ ნაციონალურ მოძრაობას უპირისპირდება. „ის, რომ თეთრსა და შავს შორის ხდება ჯერ კიდევ არჩევანი, ეს ძალიან ცუდია საზოგადოებისთვის. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს კარგსა და უკეთესს შორის არჩევანი და ესეც უნდა მოვახერხოთ, ესეც უნდა მოხდეს. მე ამაში ხელოვნურად ვერ ჩავერევი და ეს არც შეიძლება, მე ერთი გუნდის წევრი ვარ. რა თქმა უნდა, იმ გუნდთან გავაგრძელებ. ეს უნდა მოახერხოს ისევ საზოგადოებამ, პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ ქონდა კონსტრუქციული ოპონირება, რის გამოც მივიღეთ ის შედეგი. „ერთ-ერთი მიზეზი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და ეჭვი გააჩინა საზოგადოებასთან, რომ ეს მისი გუნდია თუ არა, ამისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ არაკონსტრუქციული ოპონირება, არასწორი კრიტიკა გახლავთ. ამან, კიდევ უფრო, გაანებივრა გუნდი. რომ ნახეს, რომ ყველაფერზე თეთრზე შავს იძახის დღევანდელი ძირითადი ოპონენტი და ის ძალაა რა ძალაც არის და კარგად მოგეხსენებათ. იმ ფონზე, რომ არ მიდის კონსტრუქციული, დასაბუთებული, არგუმენტირებული კრიტიკა, რა თქმა უნდა, ეს ანებივრებს და საშუალებას აძლევს მმართველ ძალას და გუნდს რომ დაუშვას შეცდომები და განვითარდა ის რაც კლასიკურად ვითარდება“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, როდესაც ოპონენტი არ ჰყავს, შიდა გუნდის დაშლა იწყება და „ქართულ ოცნებაში“ სწორედეს პროცესი იყო დაწყებული.
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)