|
2015-01-21 12:27:46, 3123 ნახვა
სამართალი
დამოუკიდებელი ექსპერტის ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი საბრძოლო დანიშნულების ყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა
დამოუკიდებელი ექსპერტის ზაზა ალთუნაშვილის ინფორმაციით, ის ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელმაც იური ვაზაგაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, არა კუსტარულად დამზადებული, არამედ ქარხნული წარმოების იყო. კერძოდ, ალთუნაშვილის განმარტებით, იური ვაზაგაშვილი საბრძოლო დანიშნულების ყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა. "ჩვენს მიერ ჩატარებული იქნა ძალიან ბევრი სამუშაო. ამოვიღეთ ნივთიერ მტკიცებულებები, რომელთა შეფასებები მთლიანობაში მოგვცემს საშუალებას დავადგინოთ, თუ რა გარემოებებში და რა ვითარებაში მოხდა აფეთქება. ფაქტობრივად, დადგენილია იმ ასაფეთქებელი მოწყობილობის სახეობა, ზუსტდება, თუ რა მოდელზეა საუბარი.ეს არის საბრძოლო დანიშნულების ასაფეთქებელი მოწყობილობა",-განაცხადა ზაზა ალთუნაშვილმა "რუსთავი2"-თან საუბრისას. შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს. ყარაფილას სასაფლაოზე სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ადგილზე ამ დროისთვისაც მობილიზებული არიან ექსპერტ კრიმინალისტები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)