|
2018-11-20 16:22:04, 1029 ნახვა
რეგიონი
ქობულეთის სოფლებში გაზიფიცირების პროცესი გრძელდება
ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მიმართულებით გაზის მილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გაზიფიცირება დასრულდა სოფელ გვარასა და ქვედა კონდიდში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მუნიციპალიტეტის გამგებელთან მირიან ქათამაძესთან და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის "-ს გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბერიაშვილთან ერთად სოფელ გვარაში ერთ-ერთ ოჯახში გაზის ანთების სიმბოლურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. სოფელ გვარაში გაზიფიცირების დაქსელვის პროექტის სამუშაოები 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. აიგო 23 კმ სიგრძის გაზსადენი. აღნიშნული პროექტისთვის 1 მილიონი ლარი დაიხარჯა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში მცხოვრებ 316 და სოფელ ქვედა კონდიდში 135 აბონენტს მიეცა ქსელში ჩართვის შესაძლებლობა. დღესვე, ზედა და ქვედა კვირიკეს ბუნებრივი აირის გაზიფიცირების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა. ზედა და ქვედა კვირიკეში მცხოვრები 870 კომლის გაზიფიცირებისთვის 42 კმ გაზსადენის მილის გაყვანა მოხდება. სამუშაოები მომავალი წლის მარტის ბოლოსთვის დასრულდება. ამ ეტაპზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მთლიანობაში 12 500 ათასამდე აბონენტია ჩართული.
(NS)
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)