|
2018-11-20 15:49:56, 1307 ნახვა
პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანის ხელმძღვანელობით ბაქოში ქართული დელეგაციის სამუშაო ვიზიტი შედგა
ბაქოში გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ შაჰინ მუსტაფაევთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრ სამირ შარიფოვთან. ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები სავაჭრო-ეკონომიკური, ინვესტიციების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, ტურიზმის, საბაჟო სფეროში. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ორმხრივი და რეგიონული ეკონომიკური პროექტების მნიშვნელობას. ქართულმა მხარემ სამუშაო ჯგუფის ფორმატში დააყენა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები როგორიცაა: იმპორტირებულ და ადგილობრივი წარმოების საქონელზე აზერბაიჯანის მიერ დაწესებული განსხვავებული სააქციზო განაკვეთები, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივ შეთანხმებაში მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის შესაძლებლობის დაშვება, თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიის მიმართულებით. აგრეთვე, ხაზი გაესვა ახალი, ერთობლივი საბაჟო-გამშვები პუნქტის პროექტის მნიშვნელობას, როგორც შესაძლებლობას, რათა კიდევ უფრო გამყარდეს ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კავშირები და სავაჭრო პოზიციები რეგიონში. მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ არსებობს ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, საქართველოს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები ევროკავშირთან და ჩინეთთან, რათა უფრო აქტიური იყოს ორი ქვეყნის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ლაშქარაძე. შეხვედრებს დაესწრო საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.
(NS)
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)