09:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-20 13:19:04, 1264 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი: ბრიუსელში დაგეგმილი მაღალი დონის დიალოგი ევროკავშირთან ურთიერთობის უპრეცედენტო ფორმატია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით  საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის დიალოგი, რომლის პირველი შეხვედრაც ბრიუსელში 2018 წლის 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს, თავისი შინაარსით უპრეცედენტოა და მსგავსი ფორმატი ევროკავშირს სხვა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანასთან არ გააჩნია.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ბრიუსელში გამგზავრების წინ განაცხადა.

„ეს არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის უპრეცედენტო ფორმატი, რა დროსაც გაიმართება  საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრა. მსგავსი სახის ფორმატი, აღმოსავლეთ პარტნიორობის არცერთ ქვეყანას არ გააჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენ ვისაუბროთ მომავალზე, იმ ახალ იდეებსა და წინადადებაზე, რომელიც  საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია.  ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის,  ასევე სერიოზული  მზაობა არის ევროკავშირის მხრიდან, იმისათვის რომ გვქონდეს შინაარსიანი საუბარი სექტორული თანამშრომლობის კუთხით. ვფიქრობ ეს შეხვედრა კარგი საშუალება იქნება იმისა, რომ ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირს იმ ძირითადი მიმართულებებით, როგორიც გახლავთ ეკონომიკა, განათლება, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება"-განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინება,  რომ  აღნიშნულ შეხვედრას ესწრება თორმეტი კომისარი, რაც მაჩვენებელია მაღალი ჩართულობის.

შეგახსენებთ,  მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში, გაიმართება უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით. შეხვედრას ქართული მხრიდან უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი. შეხვედრაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები და ევროკომისრები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics