|
2018-11-20 13:13:10, 1501 ნახვა
პოლიტიკა
ლინკევიჩუსი არჩევნების შუა კვირაში დანიშნვაზე: ეს გარკვეულ ეჭვებს ბადებს
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩუსის შეფასებით, საქართველოშო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შუა კვირაში დანიშნვა გარკვეულ ეჭვებს ბადებს. როგორც ლინკევიჩუსმა განმარტა, საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის მორიგი ტესტია. „არჩევნები ყოველთვის არის დემოკრატიის ტესტი გამჭვირვალობის კუთხით, როგორ არის ორგანიზებული რეფორმების გატარება, რომელიც შეუქცევადი უნდა იყოს. რადგან ხელისუფლების შეცვლამ ან არ შეცვლამ არ უნდა მოახდინოს უარყოფითი გავლენა რეფორმების მოტივაციაზე. კერძოდ, რასაც ველით საქართველოსგან ევროინტეგრაციის თუ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით - პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლება ამას სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს. ტესტი კი საკმაოდ გადამწყვეტია. თარიღი ჩვენთვის ცოტა არ იყოს სიურპრიზია. რადგან რბილად რომ ვთქვათ, შუაკვირაში დანიშვნა არატრადიციულია. არ ვიცი რამდენად შეუწყობს ხელს ეს ხმის მიცემის პროცესში თავისუფალ და გამჭვირვალე მონაწილეობას. ეს ნამდვილად გარკვეულ ეჭვებს ბადებს“, - განაცხადა ლინკევიჩუსმა "კურიერის" ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)