|
2018-11-19 15:16:41, 1634 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: „ნატო“-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს მხარს უჭერს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა
„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ნატოსთან, ასევე, კონკრეტულად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან. შარშან საქართველოში გაიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და იქ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ჩვენ საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები. დღევანდელი დღეც არის ამის კიდევ ერთი დადასტურება - ნატო მყარად მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს და ამ პროცესს მხარს უჭერს, ასევე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშთან დაკავშირებით გაანცხადა, სადაც საქართველოში გატარებული რეფორმები პოზიტიურადაა შეფასებული. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ძალიან აქტიურად არის ჩართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში. „ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აფასებს იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მუდმივად განიცდის ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე",-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)