|
2018-11-16 20:12:23, 2559 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან 21 ნოემბერს ბრუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება, რომელშიც საქართველო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას. „ევროკავშირი მკაფიოდ აღიარებს საქართველოს წარმატებას და პროგრესს რეფორმების კუთხით ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების საფუძველზე. ვაფასებთ უვიზო რეჟიმს, რომელიც შარშან ამოქმედდა. საქართველო ასევე არის სანდო პარტნიორი და წვლილი შეაქვს ევროკავშირის კრიზისების მართვაში, რასაც ასევე ვაფასებთ. მომავალ კვირას ბრიუსელში გაიმართება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მთავრობა და ევროკომისიის წევრები, რაც არასდროს არ მომხდარა. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, სამომავლო თანამშრომლობის სფეროებზე სასაუბროდ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ევროკავშირთან ურთიერთობებში ბოლო პერიოდში არსებული განვითარებები იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)