15:20 - 04 Oct, 2026
|
2018-11-16 11:37:15, 1636 ნახვა
პოლიტიკა
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის 10 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად ბიუჯეტიდან 10 583 022 ლარი გამოიყო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის შესახებ შესაბამისი დადგენილება უკვე მიიღო და ის საკანონმდებლო მაცნეში 15 ნოემბერს გამოქვეყნდა. ცესკო-ს ინფორმაციით, 10 034 572 ლარი არჩევნების ჩატარებას მოხმარდება, ხოლო 167,000 ლარი არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებისთვის დაიხარჯება. გარდა ამისა, დადგენილების მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის 381,450 ლარია გათვალისწინებული. ცნობისთვის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)