|
2018-11-15 13:08:32, 1573 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი: უფრო მაღალი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად უკეთესი იყო არჩევნები შაბათ-კვირას დანიშნულიყო
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არჩევნების მეორე ტურის გამართვის თარიღს ეხმაურება და აცხადებს, რომ მოქალაქეებს საარჩევნო უფლების რეალიზაციის თვალსაზრისით უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებოდათ თუ არჩევნები შაბათ-კვირას ჩაინიშნებოდა. ომბუდსმენის განმარტებით, განსაკუთრებით ეს ეხება რეგიონებში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, რომლებიც ამჟამად დედაქალაქში ცხოვრობენ. „არჩევნების დანიშვნა ყოველთვის ნამდვილად უმჯობესი არის შაბათ-კვირას და ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ ემიგრანტების საკითხიდან. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა მისცენ ხმა და ამის საშუალება მათ სწორედ შაბათ-კვირას აქვთ ძირითადად, თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყნაში არსებობს ასევე საკმაოდ მაღალი შიდა მიგრაციაც და მოქალაქეებს უწევთ შორ დისტანციაზე წასვლა იმისთვის, რომ ხმა მისცენ იქ სადაც ისინი არიან რეგისტრირებული რის საშუალებაც სწორედ შაბათ-კვირას უფრო არის ვიდრე ერთი დღის განმავლობაში თუნდაც ეს ერთი დღე გამოცხადდეს უქმედ. ამიტომ უფრო მაღალი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, საარჩევნო უფლების რეალიზაციის თვალსაზრისით რა თქმა უნდა უკეთესი იყო და მე რამდენადაც ვიცი კანონიც იძლეოდა ამის საშუალებას, რომ არჩევნები დანიშნულიყო შაბათ-კვირას", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ცნობისთვის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)