15:20 - 04 Oct, 2026
|
2018-11-15 12:38:13, 1513 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი არჩევნების თარიღზე: პოლიტიკური სპეკულაციები საჭირო არ არის
„არჩევნების თარიღს განსაზღვრავს კანონი, ამას განსაზღვრავს შესაბამისი ორგანო ცესკო-ს სახით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას პოლიტიკურ სპეკულაციებს უწოდებს და მას მიუღებლად მიიჩნევს. „არჩევნების თარიღს განსაზღვრავს კანონი, ამას განსაზღვრავს შესაბამისი ორგანო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახით. ვფიქრობ, უნდა ვიხელმძღვანელოთ კანონით და ზედმეტი პოლიტიკური სპეკულაციები ნამდვილად არ არის საჭირო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)