|
2018-11-14 15:44:11, 2419 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია GDRP-ის ფარგლებში 32-ე ბატალიონის დასკვნით საველე წვრთნას დაესწრო
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში დასკვნით საველე სწავლება ჩაატარა. საველე წვრთნებს ნორიოს საწვრთნელი ცენტრის მიდმებარე ტერიტორიაზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ. 32-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნები სამ ლოკაციაზე განახორციელა. ორი მათგანი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მონაკვეთის პირობითი მოწინააღმდეგისგან გათავისუფლებას გულისხმობდა. III ქვეითი ბრიგადის ბატალიონის სამხედროებმა ოპერაციის რაიონში ტაქტიკური მართვის ცენტრი მოაწყვეს და თავდაცვითი და თავდასხმითი ოპერაციები შეასრულეს. ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის მიერ გამაგრებული ობიექტები დაიკავა და თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნებაზე გადავიდა. სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ქართულ ქვედანაყოფს ამერიკის შეერთებული შტატების არმიის “COBRA” ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა გაუწიეს მხარდაჭერა. 32-ე ქვეითი ბატალიონი მეორე ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაშია ჩართული და მომზადების მეოთხე, დასკვნით ფაზაზე იმყოფება. შემაჯამებელ საველე წვრთნებს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ამერიკელ კოლეგებთან ერთად ატარებს. ინსტრუქტორების შეფასებით 32-ე ბატალიონმა დაკისრებული ამოცანა წარმატებით შეასრულა.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)