11:21 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 18:22:03, 2369 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ყვარელში კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნება

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“  სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს ახალი ბენეფიციარი  შპს „ყვარელი პალასი“ შეემატა.

 ქალაქ ყვარელში, ჩალის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 40 ნომრიანი სასტუმრო აშენდება რომელიც  2018 წლის მარტიდან გაიხსნება. სასტუმროში და მის ტერიტორიაზე იქნება სხვადასხვა სარელაქსაციო და გასართობი სივრცეები, კერძოდ: ტბის გარშემო არსებული  სატრენაჟორო დარბაზი, საცურაო კომპლექსი, სპა, მასაჟის კაბინეტი, საუნა, თურქული აბანო,  წყლის თხილამური,ველოტრასა და დაგეგმილია ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე საკონფერენციო დარბაზის გახსნა. 

კომპანიის შპს „ყვარელი პალასი“ მიზანია კახეთის რეგიონის, ასევე ქართული კულტურის  პოპულარიზაცია, როგორც მეზობელი ქვეყნების, ასევე ევროპიდან ჩამოსული სტუმრებისათვის. სასტუმროს მენეჯმენტი ორიენტირებულია ჰყავდეს როგორც კმაყოფილი მომხმარებელი, ასევე ლოიალური და მოტივირებული თანამშრომლები. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 8 500 000 ლარს შეადგენს და  პირველ ეტაპზე 80-მდე ადამიანი დასაქმდება.

2018 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 418 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა  1 მილიარდ ლარზე მეტია. საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული  სესხების მოცულობა ჯამში 547 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 15,900-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics