|
2018-11-13 15:18:39, 1849 ნახვა
პოლიტიკა
საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს სამხრეთ კორეის დელეგაცია გაეცნო
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით სამხრეთ კორეის დელეგაცია სტუმრობს. სასწავლო ვიზიტის მიზანი უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში საქართველოს, როგორც ტოპ-რეფორმატორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებაა. დელეგაცია კორეის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სარეგისტრაციო ბიუროს შემადგენლობით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ცარციძემ მიიღო. მან სტუმრებს ქონების რეგისტრაციის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურები და ელექტრონული სერვისები წარუდგინა. დელეგაციის წევრები განსაკუთრებით საჯარო რეესტრის იმ მიღწევებით დაინტერესდნენ, რომლითაც საქართველო ბოლო წლებია მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს "მსოფლიო ბანკის "Doing Business" რეიტინგში. შეხვედრაზე უწყებებს შორის სამომავლო თანაშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა თბილისის იუსტიციის სახლიც დაათვალიერეს და საჯარო რეესტრის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)