|
2018-11-12 18:04:03, 1568 ნახვა
პოლიტიკა
ფინეთი სოფელ ატოცში ხელოვნური ბარიერების აღმართვას გმობს
„წელს აღინიშნება რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავი, მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ფინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოვხატო ფინეთის სოლიდარობა საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ", - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტინო სიონმა, ჰელსინკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, "ფინეთი გმობს ბოლო პერიოდში ქარელის რაიონში მიმდინარე ხელოვნური ბარიერების დამონტაჟების პროცესს, ისევე როგორც მსგავსი სახის გამოვლინებებს საქართველოს სხვა ტერიტორიაზე". ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის მნიშვნელობას ადგილზე და ამ მხრივ ფინეთის ჩართულობას. მისი განცხადებით, საქართველოს პრობლემატიკა აქტიურად დგას ვეროკავშირის დღის წესრიგში და ევროკავშირი ერთიანია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანოს მხარდაჭერაში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ფინეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებით აღნიშნა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ რუსეთ-საქართველოს 10 წლისთავზე გამოხატული ღია მხარდაჭერა. დავით ზალკალიანმა აღნიშნა ფინეთის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში, რომელიც მისი განცხადებით ერთადერთი საერთაშორისო მისაა ადგილზე და მნიშვნელოვანი როლი აკისრია შემდგომი ესკალაციის პრევენციისა და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკას და ისაუბრა ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" რაც მიზანდ ისახავს საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები მოქალაქეებისთვის იმ სარგებლისა და პროგრესის გაზიარებას, რაც საქართველოს ევროინტგერაციის პროცესმა მოუტანა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)