|
2018-11-09 15:37:22, 646 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მომავალ წელს „სმენაპროთეზირებულ ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამას აამოქმედებს
2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროგრამას „სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციას“ აამოქმედებს. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია სმენაპროთეზირებული ბავშვების უზრუნველყოფა მათ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო მომსახურების კურსებით. პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრა 3-დან 10 წლის ასაკის სხვადასხვა ხარისხის სმენადაქვეითებული სმენაპროთეზირებული (სმენის აპარატი, კოხლეარული იმპლანტი) ბავშვები. ბენეფიციარს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მიეწოდება ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად. პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს რეაბილიტაციის პროცესში მშობლების მონაწილეობას, მათი პრაქტიკული ჩვევების განვითარებასა და შემდგომი სამოქმედო გეგმის შემუშავებას. წლის განმავლობაში ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ არაუმეტეს ორი სარეაბილიტაციო კურსი. გუშინ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი და ახალი პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაცია სთეფ ფორვარდის მიერ მოეწყო და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გაიმართა პროექტის - „მშობლები ბავშვთა უფლებების დაცვისთვის“ მიღწეული შედეგების განხილვა, ასევე აჭარაში მცხოვრებ სმენადაქვეითებულ ბავშვთა საჭიროებების შესახებ მშობელთა ადვოკატირების ჯგუფის მიერ მომზადებული რეკომენდაციების გაცნობა გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის. ცნობისთვის, პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS პროგრამის ფარგლებში. არასამთავრობო ორგანიზაცია “სთეფ ფორვარდი”, აჭარაში სმენადაქვეითებული ბავშვების ჯანდაცვის, განათლების და სოციალური ინტეგრაციის საკითხებზე 2007 წლიდან მუშაობს, ამ მიმართულებით განხორციელებული აქვს რამოდენიმე წარმატებული პროექტი, მათ შორის, სმენის დაქვეითების ადრეულ ასაკში დიაგნოსტიკის სერვისები.
(NS)
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)