18:12 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-08 18:47:39, 2201 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: 400-ლარიანი პენსია შეუძლებელია იმ მოცემულობაში, სადაც ვართ

„400-ლარიანი პენსია შეუძლებელია იმ მოცემულობაში, სადაც ახლა ვართ“, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის დაპირებას პენსიის გაზრდასთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო უწოდა.

„სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო განცხადებები კეთდება პოლიტიკაში. თვითონვე დაიხიეს უკან და თქვეს, რომ არ გვიგულისხმია, ერთ წელში მოხდება ესო, არც 2 წელიწადში და მგონია, რომ არც სამ წელიწადში. 400-ლარიანი პენსია ბუნებაში შეუძლებელია იმ მოცემულობაში, ახლა სადაც ვართ. თუ დავხურავთ უამრავ უწყებას, 1000-ლარიან პენსიასაც დავნიშნავთ, ოღონდ ეს სამი თვე გაგრძელდება. ის, რა ვალდებულებაც აიღო მთავრობამ ამ ეტაპზე 20 ლარით გაზრდის და საპენსიო რეფორმა, ამ ეტაპზე არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება გაკეთდეს, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის ეკონომიკა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics