18:24 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 17:03:35, 6279 ნახვა

კულტურა
ბათუმში მწერალ გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართება

ბათუმში, 14 ივნისს, 18:00 საათზე,   პრემია „საბას“ ლაურეატ, მწერალ გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართება.

ბათუმელი მკითხველები მწერალს ბათუმის „თიბისი გალერეაში“ შეხვდებიან .

ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ავტორი ისაუბრებს საკუთარ შემოქმედებაზე, ახალ წიგნებზე, უპასუხებს მკითხველთა შეკითხვებს... საღამოს ასევე პრემია „საბას“ ლაურეატები რატი ამაღლობელი და თეონა დოლენჯაშვილი გაუძღვებიან.

15 ივნისს კი გურამ დოჩანაშვილი აჭარაში სოფ. გორგაძეების და სოფ. გეგელიძეების საჯარო სკოლებს ეწვევა. პრემია „საბას“ ლაურეატები ამ სოფლის ბავშვებს საშუქრად გადასცემენ  „საბას“ ელექტრონული სახლის ბიბლიოთეკებს - სპეციალურ სამკითხველო კუთხეს, ლეპტოპითა და შიგ ჩატვირთული 600-მდე წიგნით.

ქართლისა, იმერეთის და კახეთის შემდეგ, აჭარა მეოთხე რეგიონია, სადაც პრემია „საბა“ შეხვედრებს მართავს და საჯარო სკოლებს ბიბლიოთეკით ასაჩუქრებს. „შეხვედრის საბა-ბი“ - ასე ჰქვია პრემია „საბას“ ამ ახალ საგანმანათლებლო აქციას, რომლის ფარგლებში „საბას“ ლაურეატები წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს მოივლიან და ადგილობრივ მკითხველებს შეხვდებიან, ამავე რეგიონის სოფლის სკოლებს კი საჩუქრად „საბას“ ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკებს გადასცემენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics