|
2018-11-07 15:08:40, 1537 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - 7 ნოემბერს „ნაცმოძრაობა“ თავისი სასტიკი სახით წარსდგა საზოგადოების წინაშე და დღემდე ასეთი სახით მოდის
„7 ნოემბერი არის დღე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" თავისი სასტიკი სახით წარსდგა საზოგადოების წინაშე და ეს არის ის სახე, რომლითაც, სამწუხაროდ, დღემდე მოდის „ნაციონალური მოძრაობა",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 11 წლის წინ, ხალხი დემოკრატიისთვის იბრძოდა და ეს ბრძოლა 2012 წელს დაგვირგვინდა. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ბრძოლით მოპოვებული შედეგი - თავისუფლება და დემოკრატია იქნას შენარჩუნებული. „7 ნოემბერი არის დღე, რომელიც ყველას კარგად გვახსოვს. ეს არის დღე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" თავისი სასტიკი სახით წარსდგა საზოგადოების წინაშე. ეს არის ის სახე, რომლითაც დღემდე მოდის, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა". მაშინ ხალხი იბრძოდა დემოკრატიისთვის და ეს ბრძოლა დაგვირგვინდა 2012 წელს, როდესაც განხორციელდა ნამდვილი დემოკრატიული გარდატეხა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მიღწევა, შევინარჩუნოთ თავისუფლება და დემოკრატია, რომელიც არის სწორედ ამ ბრძოლით მოპოვებული შედეგი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)