|
2018-11-07 10:33:13, 741 ნახვა
რეგიონი
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი: ოქტომბერში საზღვრის დარღვევის 58 შემთხვევა დაფიქსირდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობა "საზღვრის" უკანონო გადაკვეთის შემთხვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. დე-ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ე.წ. სასაზღვრო განყოფილების წარმომადგენლების ინფორმაციით, 2018 წლის ოქტომბერში "საზღვრის" დარღვევის 58 შემთხვევა დაფიქსირდა. "დარღვევის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით განხორციელდა სამართალწარმოება, შედეგად 44 ადამიანს დაუწესდა ჯარიმა, 4 ადამიანი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გავაძევეთ და ჯარიმა დავუწესეთ, 2 პირი რესპუბლიკის ტერიტორიიდან გავაძევეთ, 8 პირს გაფრთხილება მიეცა. საერთო ჯამში დამრღვევების მიერ გადახდილი ჯარიმის ოდენობა 111 ათას 500 რუბლია. საზღვარის პრობლემატურ ტერიტორიებზე დარღვევის ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, ზნაურის რაიონში, დაიწყო სამუშაოები. კერძოდ, 1000-მეტრიანი დამცავი ღობის აგება. ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის დამრღვევთა მიმართ განხორციელებული ადმინისტრაციული ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, შემუშავდა და პარლამენტს გადაეგზავნა კანონპროექტი, რომელიც დეპუტატებმა 2 ნოემბერს დაამტკიცეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესის განახლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები შეწყვიტოს.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)