|
2018-11-04 19:09:56, 841 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდების მხრიდან წამოსულ ყველა ქმედით იდეას და ინიციატივას
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკის ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. თორნიკე რიჟვაძემ მათ სამთავრობო ხედვისა და მომავალი გეგმების შესახებ ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას რეგიონის მეთაურთან ერთად ტექნოპარკის ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ესწრებოდა. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში უახლოეს მომავალში გაიხსნება "ტექნოპარკი", რომელიც შექმნის მაღალტექნოლოგიურ გარემოს სტარტაპების განვითარებისთვის. როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, თანამედროვეობა და ახალი ტექნოლოგიები ახალგზარდებს საშუალებას მისცემს იფიქრონ და იაზროვნონ გლობალურად. „ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სწორედ რომ განათლებულ და ტექნოლოგიებთან ახლოს მყოფ ახალგზარდებზე დგას. ჩვენ მივისწრაფვით იმგვარი გარემოს ჩამოყალიბებისაკენ, სადაც თითეული ახალგაზრდა იქნება თანაბარუფლებიანი, ინფორმირებული, ექნება განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობები. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდების მხრიდან წამოსულ ყველა ქმედით იდეას და ინიციატივას" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკში რეგიონიდან 30 ახალგაზრდა იყო ჩართული და ის ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა. სამდღიანი ბანაკი მოიცავდა სესიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და გუნდურ სამუშაოებს მეწარმეობის, პროფესიული განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ. ბათუმში ახალგაზრდული ბანაკი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, აჭარის ა.რ მთავრობისა და ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)