|
2018-11-01 17:34:56, 1628 ნახვა
პოლიტიკა
„ტოტალური თავდაცვის თანამედროვე გამოწვევები“ - თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მეორე პანელი დასრულდა
„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის“ მეორე პანელი ტოტალური თავდაცვის თანამედროვე გამოწვევების შესახებ მსჯელობას დაეთმო. დისკუსიას მოდერატორობას ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰანეს ჰანსო უწევდა. მონაწილეებმა ტოტალური თავდაცვის კონცეპტუალურ პრინციპებზე ისაუბრეს და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება განიხილეს. ატლანტიკური საბჭოს მკვლევარის არიელ კოენის აზრით, ტოტალური თავდაცვის კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი სამთავრობო მიდგომისა და შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავება, რეგულარული უწყებათშორისი სწავლებების ჩატარება, ასევე საზოგადოების საინფორმაციო და ფსიქოლოგიური მდგრადობა. ამ მიმართულებით მან განსაკუთრებული ყურადღება სასწავლო დაწესებულებებში სამოქალაქო თავდაცვის სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა. შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა მონაწილეებს საკუთარი ქვეყნის პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა. როგორც მან აღნიშნა, ახალი საფრთხეების გაჩენასთან ერთად იზრდება თავდაცვის ბიუჯეტი და ძლიერდება როგორც სამხედრო, ასევე ტოტალური თავდაცვის შესაძლებლობები. ელჩის განცხადებით, ტოტალური თავდაცვა არის მზადება ომისთვის, რომელიც სამოქალაქო და სამხედრო ასპექტებს აერთიანებს და ხშირად, მას უწოდებენ პასუხს ჰიბრიდულ გამოწვევებზე. ფინეთის ელჩმა საქართველოში არია მაკონენმა ტოტალური თავდაცვის მიმართ ფინეთის მიდგომაზე გაამახვილა ყურადღება, რაც პარტნიორებთან მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებსა და ძლიერი ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველყოფაში გამოიხატება. მან სავალდებულო სამხედრო სამსახურის როლზეც ისაუბრა. ელჩმა აღნიშნა, რომ ჰიბრიდული გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია სტრატეგიული კომუნიკაცია, რაც ხელმძღვანელობისგან სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. მისი განცხადებით, დეზინფორმაციასთან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად, პლულარისტული და ობიექტური მედიის გარდა, აუცილებელია კრიტიკული მასის არსებობა, შესაბამისად, სკოლებში ცნობიერების ამაღლება არსებითად მნიშვნელოვანია. სესიის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა პანელის სპიკერებს გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა. მან საქართველოსთვის ტოტალური თავდაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს ამ მიმართულებით თავდაცვის უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე მიაწოდა ინფორმაცია. „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ (GDSC) ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ დღეს გაიხსნა. ბოლო 12 წლის განმავლობაში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილება. კონფერენციას 300-მდე მონაწილე დაესწრება, მათ შორის არიან მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
(NS)
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
ლატვიის არჩევნები: პრემიერ-მინისტრის ბლოკმა ადგილების უმეტესობა მოიპოვა, პრორუსული პარტიები ისტორიას ბარდება
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)