|
2015-06-12 11:55:46, 1224 ნახვა
სხვადასხვა
EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა თბილისში გამართული ბანკის ყოველწლიური შეხვედრის შედეგები შეაფასა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ ფინანსთა მინისტრთან, ნოდარ ხადურთან შეხვედრისას, თბილისში გამართული ბანკის ყოველწლიური შეხვედრის შედეგები შეაფასა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. „ფინანსთა სამინისტროში მოვედი, რათა ფინანსთა მინისტრისთვის გადამეცა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის, სერ სუმა ჩაკრაბარტის და მისი მეუღლის მადლობის წერილი. ისინი მადლობას უხდიან პირადად ბატონ ნოდარ ხადურსა და მის გუნდს, რომლებმაც მოამზადეს ევრობანკის ძალიან წარმატებული წლიური შეხვედრა. ევრობანკი როგორც უწყება, მისი პრეზიდენტი, მთელი გუნდი და აქციონერები, მადლობას ვუხდით საქართველოს ხელისუფლებას და ფინანსთა სამინისტროს იმისათვის, რომ 18 თვის განმავლობაში ასე გულისხმიერად მუშაობდნენ იმ ღონისძიების ჩატარებისთვის, რომელიც აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ან ვიტყოდი, ყველაზე წარმატებული წლიური შეხვედრა. ქვეყნისთვის ამ ღონისძიების შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა, 2000 ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში მთელი მსოფლიოდან. ისინი წარმოადგენდნენ მთავრობებს, ბიზნესწრეებს. მეორე შედეგი ის გახლავთ, რაც სტატისტიკური მონაცემებით უკვე დასტურდება - მაისში უფრო მეტი ტურისტი ესტუმრა ქვეყანას ვიდრე წინა წელს. ეკონომიკურ აქტივობას ჰქონდა ადგილი, რაც ძალიან კარგია სასტუმროებისთვის, მომწოდებლებისთვის, კონტრაქტორებისთვის, კვების ობიექტებისთვის. აქვე მინდა დავამატო, რომ წლიური შეხვედრის პერიოდში ევრობანკმა გააორმაგა მისი ინვესტიციების მოცულობა (წლის დასაწყისიდან ღონისძიებამდე კაპიტალდაბანდებების მოცულობასთან შედარებით). ჩვენ ღონისძიების ფარგლებში 6 ხელშეკრულება გავაფორმეთ - 2 კომპანია „ავერსთან“, „სტერეო პლუსთან“, „ბაზისბანკთან“ და 2 მნიშვნელოვანი ურთიერთგაგების მემორანდუმი: ერთი “ნენსკრას“ უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის, ხოლო მეორე - ქარის ელექტროსადგურების პარკის თაობაზე. ძალიან გვახარებს, რომ საქართველო მალე დაინახავს ამ დიდი პროექტების შედეგებს“, - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა.
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)