|
2018-10-31 13:26:20, 526 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: რეგიონის ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება გრძელდება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით მორიგი მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის მიმოხილვა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს. აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 9 თვის მონაცემით 15,1% გადაჭარბებით შესრულდა, ხოლო 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 279.3 მილიონ ლარით განისაზღვრა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 11.6 მილიონი ლარით (4.3 %-ით) მეტია. აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრულია მთავრობის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტული მიმართულებები: მცირე მთავრობის კონცეფცია და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა; გამართული ინფრასტრუქტურის შექმნა; მაღალმთიანი აჭარის განვითარება; სოციალური პროექტების მხარდაჭერა და სხვა. აღნიშნული პრიორიტეტების მიხედვით 2019 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, 2018 წელთან შედარებით, შრომის ანაზღაურების ხარჯები 726.8 ათასი ლარით მცირდება. ჯამში ადმინისტრაციული ხარჯის 1,0 მილიონ ლარზე მეტით შემცირებაა დაგეგმილი. 1,0 მილიონ ლარამდე იზრდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება. გასულ წელთან შედარებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონ ლარამდე იზრდება მუნიციპალიტეტების დაფინანსება. გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება. 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია გაზიფიცირების მეორე ეტაპის სამუშაოები და 300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი. დაგეგმილია 14 ახალი ხიდის აშენება, ასევე 30 მიმართულებით ახალი გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, საერთო ჯამში 180 გრძივი კილომეტრი ადგილობრივი მნიშვნელობის გზის დაგება.
(NS)
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)