12:07 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-30 15:38:02, 1398 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე: ჩვენი საარჩევნო შტაბის წევრებზე თავდასხმას „ოცნების“ დეპუტატის ძმა ხელმძღვანელობდა

„ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი, წარმომადგენლები საოლქო კომისიაში აბრაამ აბრაამიანი, ტიგრან აბრაჰამიანი და მიშა აღაბალიანი არიან სასტიკად ნაცემები, ხელკეტებით არიან ნაცემები ჩვენს ოფისში. ამ თავდასხმას ხელმძღვანელობდა ენზელ მკოიანის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის ძმა, არტურ მკოიანი“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზოციის, „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძრვანელმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძე  შს სამინისტროს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.

 ეს პიროვნება იდენტიფიცირებულია და ასევე მიმდინარეობს ჩვენ მხრიდან სხვა თავდამსხმელების იდენტიფიცირება. ჩვენი ინფორმაციით, 20-მდე ადამიანი დაესხა ჩვენს შტაბს. ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები და სასტიკად არიან ნაცემები. ასევე, ჩვენი ინფორმაციით აბრაჰამ აბრაამიანი შეიძლება გადმოიყვანონ თბილისში იმდენად მძიმე ტრამვები აქვს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფოტო და ვიდეო მასალა ამასთან დაკავშირებით.  ასევე, მივმართავ შსს-ს თანამშრომლებს, რომ ნუ შეასრულებთ უკანონო დავალებებს, რომლებსაც თქვენ ალბათ, ახლაც გაძლევენ და პირდაპირ, ბატონ გახარიას მინდა მივმართო, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ მოხდება რეაგირება ამ ფაქტთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით დაიწყო. რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
ლატვიის არჩევნები: პრემიერ-მინისტრის ბლოკმა ადგილების უმეტესობა მოიპოვა, პრორუსული პარტიები ისტორიას ბარდება
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics