12:07 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-29 18:33:56, 1327 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: ხარვეზები, რაზეც მიგვითითეს სადამკვირვებლო მისიებმა, აუცილებლად უნდა იყოს გამოსწორებული

„ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ის ხარვეზები რაზეც,  ჩვენ მიგვითითეს ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა აუცილებლად უნდა იყოს ყურადღებამიქცეული და გამოსწორებული, არა როდესმე, არა შემდეგ არჩევნებზე, არამედ მეორე ტურზე“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტმა ამომრჩევლებს მეორე ტურში მონაწილეობისკენ, ხოლო სადამკვირვებლო მისიებს მაქსიმალური მობილიზებულისკენ მოუწოდა.

„მინდა დავიწყოთ მადლობით ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც აქტიურად მიიღო მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესში, საპრეზიდენტო არჩევნებში. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობდნენ იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესი ყოფილიყო დაცული და ყველაფერი ჩატარებულიყო კანონის ფარგლებში. არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, თუმცა, აქვე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ის ხარვეზები რაზეც,  ჩვენ მიგვითითეს ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა აუცილებლად უნდა იყოს ყურადღებამიქცეული და გამოსწორებული, არა როდესმე, არა შემდეგ არჩევნებზე, არამედ მეორე ტურზე.  მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ მისასალმებელია და დემოკრატიულია ის, რომ ეს იყო ძალიან აქტიური და კონკურენტული არჩევნები. რაც იმაშიც გამოიხატა, რომ ჩვენ გვაქვს არჩევნების მეორე ტური. მინდა მოგიწოდოთ ყველას აქტიური მონაწილეობა მიიღოთ მეორე ტურში. ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი დემოკრატიული პროცესისათვის. ქართველი ამომრჩევლების განცდა, რომ ის არის განმაპირობებელი პოლიტიკური ინსტიტუტების, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ამ არჩევნებზე. ძალაუფლების წყარო საქართველოში არის ხალხი და არავის უნდა დაეზაროს საკუთარი პოზიციის გამოხატვა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
ლატვიის არჩევნები: პრემიერ-მინისტრის ბლოკმა ადგილების უმეტესობა მოიპოვა, პრორუსული პარტიები ისტორიას ბარდება
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics