|
2018-10-29 13:50:49, 1183 ნახვა
პოლიტიკა
სტეფან ნიქსი: საქართველოში ჩატარდა ძალიან კონკურენტული საპრეზიდენტო არჩევნები, რაც ჯანსაღი დემოკრატიის კომპონენტია
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელები საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას დადებითად აფასებენ. ისინი ამომრჩევლებს მოუწოდეს, მონაწილეობა მეორე ტურშიც მიიღონ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორი, სტეფან ნიქსი ამბობს, რომ მეორე ტურში აქტიურობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც მოსახლეობა პირდაპირი წესით ირჩევს პრეზიდენტს. „უკვე ვიცით, რომ ორ კანდიდატს შორის მეორე ტური იქნება, ასე, რომ ძალიან მღელვარე არჩევნები გველის. საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ უფლება კიდევ ერთხელ მივიდნენ და ხმა მიცენ მომავალ პრეზიდენტს. ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც მათ ამის შანსი მიეცემათ... ძალიან გთხოვთ მიდით უბანზე და გააკეთეთ არჩევანი, თქვენ გაქვთ კიდევ ერთი შანსი, იმედი გვაქვს, რომ აქტივობა პირველ ტურზე მაღალი იქნება. მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ჩატარდა ძალიან კონკურენტული საპრეიდენტო არჩევნები, რაც კარგია და კომპონენტია ჯანსაღი დემოკრატიის“, - განაცხადა სტეფან ნიქსმა. IRI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ჯონ დიპირი აცხადებს, რომ მეორე ტურში ამომრჩეველმა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე უნდა შეძლონ არჩევანის დაფიქსირება. „იმედი გვაქვს, რომ მეორე ტურში საარჩევნო გარემო იქნება ძალიან კონკურენტული, ღია და გამჭვირვალე ასე, რომ საინტერესო არჩევნები გველოდება. ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ ამერიკელებს, როგორც საქართველოს მეგობრებს და მხარდამჭერებს იმედი გვაქვს, რომ ხალხს საკუთარი არჩევანის გამოყენების საშუალება ექნება, ღია გარემოში, სადაც მათ დაბრკოლება არ ექნებათ პოლიტიკური პარტიების მხრიდან“, - განაცხადა ჯონ დიპირომ. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ჰორმუზის სრუტის „ურყევი“ ბლოკადა გამოაცხადა და ირანს შემდგომი ქმედებებით დაემუქრა
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)