|
2018-10-28 23:31:06, 1568 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ავღანეთში ორივე უბანზე ზურაბიშვილმა 397, ვაშაძემ კი, 261 ხმა მიიღო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ავღანეთში ჩატარებულ კენჭისყრაში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდეროს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მეორე ადგილს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენილი გრიგოლ ვაშაძე იკავებს. "კიდევ ერთხელ, მინდა გაგაცნოთ ის მონაცემები, რაც ამ ეტაპზე აქვს პარტია „ ქართულ ოცნებას“ მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან დაკავშირებით. ჩვენ პერიოდულად ჩვენი წარმომადგენელი კომისიის წევრებისგან შემოგვდის მონაცემები. იცით 3700-ზე მეტი უბანია ქვეყნის მასშტაბით და აქედან დაახლოებით 300-მდე უბნის მონაცემები გვაქვს, სადაც დამაჯერებლად ლიდერობს ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა ჩვენ ველოდებით, ცესკოს შედეგებს, მანამდე რაიმე კატეგორიული განცხადებისგან იცით და უკვე განვაცხადეთ, რომ თავს ვიკავებთ. ამ ეტაპზე მე მინდა რამდენიმე დეტალზე და რამდენიმე ახალ ინფორმაციაზე გავამახვილო ყურადღება, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ტყუილებზე. პირველი, თქვენ იცით რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშრებით აკეთებდნენ განცხადებებს, ავრცელებდნენ კონკრეტულ ვიდეოებს, ერთ-ერთ შემთხვევაში, მაგალითისათვის, რაც უკვე გამოვიკვლიეთ და დადასტურებულად შეგვიძლია გითხრათ, სხვათაშორის აღნიშნულის დამადასტურებელი ინტერვიუები უკვე გავიდა რამდენიმე არხზე, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როდესაც ქალბატონი თვითონ ამბობს იმას, რასაც მე ეხლა მოგახსენებთ. გურჯაანის მე-12 ოლქის მეორე უბანზე, რუსთავი-2 მთელი დღის განმავლობაში გვეუბნებოდა, რომ დაფიქსირდა ფულის გადაცემის, ანუ მოსყიდვის სავარაუდო ფაქტი, როდესაც ქალბატონი, რომელიც ჩაწერეს ჟურნალისტებმა, თავადვე ადასტურებდა ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაციითაც, ის წარმოადგენს ევროპული საქართველოს მხარდამჭერს. შემდეგი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ უკვე სამი დღის განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გვაუწყებს, რომ მათ მოიგეს ავღანეთში მდებარე უბანი. საუბარია საჯარისო ნაწილებზე და იქ განთავსებულ ორ უბანზე. მინდა მოგახსენოთ შედეგები ამასთან დაკავშირებით, პირველი ინფორმაცია უკვე იქიდან გვაქვს ჩვენი წარმომადგენლებისგან. ერთ უბანზე - 334 სალომე ზურაბიშვილი, 216 - ვაშაძე, 76 - ბაქრაძე; მეორე უბანზე - 63 - სალომე ზურაბიშვილი, 43 ხმა - ვაშაძე , 8 ხმა დავით ბაქრაძე. ასე, რომ ორივე უბანზე პირველივე ტურში გამარჯვებული არის სალომე ზურაბიშვილი. ტყუილს ამ შემთხვევაშიც აღმოაჩნდა მოკლე ფეხები. ჩვენ ველოდებით ცესკოს შედეგებს, პარალელურად ჩვენ შემოგვდის პარტიაში ჩვენი წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაცია", - განაცხადა მდინარაძემ.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ჰორმუზის სრუტის „ურყევი“ ბლოკადა გამოაცხადა და ირანს შემდგომი ქმედებებით დაემუქრა
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)