10:20 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 20:22:07, 1210 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ მაინც დაველოდები ცესკო-ს შედეგებს

„ქართული ოცნების“ ეგზიტპოლის შედეგები არის დამაჯერებელი გამარჯვების წინაპირობა, მაგრამ დაველოდოთ ცესკო-ს პირველად მონაცემებს, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დმოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა. 

„მადლობა ყველას, მე მინდა ამომრჩევლებს დიდი მადლობა გადავუხადო. ეს არის დამაჯერებელი გამარჯვების წინაპირობა, თუმცა ჯერ არ არის ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შეჯერებული შედეგები. ამიტომ დაველოდოთ ღამეს, როცა იქნება ცესკო-ს პირველი მონაცემები. მე მიყვარს სიფრთხილე. ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ ფრთხილად ბედნიერი. ამომრჩევლების შედეგი იქნება ჩემთვის მისაღები და სანდო”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება „ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლს, სადაც არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მონაცემები მეორე ტურისთვის ჯერ არ არის.

„ჯერ არ არის მონაცემები მეორე ტურის, ამიტომ ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ მაინც დაველოდები ცესკო-ს შედეგებს”, – დასძინა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics