|
2018-10-28 17:14:14, 815 ნახვა
პოლიტიკა
თამარ გუდავა: ოპოზიცია არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობის გამოცხადებას ყველა ხერხით შეეცდება
საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის ხემძღვანელის, თამარ გუდავას ინფორმაციით, 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. მისი თმით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესი ზოგადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, რამდენიმე ინციდენტს ადგილი ჰქონდა ბათუმის ორ საარჩვნო უბანზე. „ერთ- ერთი ამომრჩეველი აცხადებს, რომ მას მოქალაქე ჯელალ ქიქავამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჯელალ ქიქავა ლეიბორისტული პარტიის წევრი იყო, რომელიც ბათუმის საარჩევნო უბნებში ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად გადაადგილდება. არ გამოვრიცხავთ ოპოზიციის მხრიდან კიდევ სხვა სახის პროვოკაციებს, რადგან ისინი ბოლო დღეების განმავლობაში უკვე წინასწარ ააანონსებდნენ აქციების მოწყობას, რაც იმაზე მიუთითებს რომ გამარჯვების მოლოდინი არ აქვთ.“- განაცხადა თამარ გუდავამ მისივე თქმით, ოპოზიციის ბოლოდროინდელი განცხადებები მოსალოდნელი მარცხის წინასწარ გამართლება იყო. როგორც სჩანს, ოპოზიცია არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობის გამოცხადებას ყველა ხერხით შეეცდება. „საარჩევნო პროცესს ბევრი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი აკვირდება. მათი შეფასებების გაცნობის შემდეგ დაიხატება სრული სურათი, როგორ წარიმართა საარჩევნო პროცესი. ამ დროისთვის, მნიშვნელოვანი დარღვევები არ ფიქსირდება. მეორე ტურთან დაკავშირებით კი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს“- განაცხადა თამარ გუდავამ
(R)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)