|
2018-10-28 16:34:07, 921 ნახვა
პოლიტიკა
15:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ 30.98% შეადგინა
ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 30.98%,(1 085 730 ამომრჩეველი). ანა მიქელძის თქმით, შედარებისთვის, 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნებზე აქტივობამ 15:00 საათის მდგომარეობით შეადგინა 32.1%. რაც შეეხება ინფორმაციას პროცედურული ხარვეზების შესახებ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ზუგდიდში, ინგირის №94-ე საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელმა დაინახა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია. კომისიის წევრებმა დაწერეს ახსნა-განმარტებები. კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კომისიის წევრი იყო ამავე უბნის ამომრჩეველი და მან თავად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. მათი ინფორმაციით ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია. ბოლნისის 4 საარჩევნო უბანზე, კერძოდ №27-ე, №34-ე, №35-ე და №36-ე უბნებზე, სუბიექტის წარმომადგენლები ერეოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობაში. მათ მიიღეს გაფრთხილება. 3 უბანზე აღმოიფხვრა პრობლემა, ხოლო №27-ე უბანზე, იქიდან გამომდინარე, რომ გაგრძელდა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობა, კომისიამ წარმომადგენელს დაატოვებინა უბანი. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალქალაქის №46-ე უბანზე კომისიის წევრს თავმჯდომარემ ტელეფონი გაუტეხა. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია. კომისიის წევრს ჰქონდა მცდელობა, რომ გადაეღო არასაჯარო ინფორმაცია. მცირე გაუგებრობის შემდეგ ვითარება გაირკვა და ამ ეტაპზე ხმის მიცემის პროცესი დაბრკოლების გარეშე მიმდინარეობს. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდუბის №28-ე საარჩევნო უბანზე დაიკარგა ბიულეტენები. აღნიშნული ინფორმაცია გადავამოწმეთ და არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. მისივე თქმით, ამომრჩევლებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ საარჩევნო უბნის მისამართი გაიგონ ცესკოს ვებ-გვერდის საშუალებით, სადაც ისინი ონლაინ შეძლებენ დამატებითი ინფორმაციის მიღებას. აღნიშნული ინფორმაციის მიღება ამომრჩეველს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც შეუძლია, რომელიც დღეს უწყვეტად მუშაობს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; ასევე, მუშაობს ონლაინ ჩათი.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)