|
2018-10-28 10:52:25, 1162 ნახვა
რეგიონი
თუშეთის მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ მონაწილეობს
თუშეთის სოფლებში მუდმივად მცხოვრები პირები და მესაზღვრეები, რომლებიც სხვადასხვა სექტორზე იმყოფებიან, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ამის შესახებ ინფორმაციას ,,მთის ამბები“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახმეტის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მინდია იუკურიძემ განაცხადა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს თუშეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა ოფიციალურად აკრძალული აქვს, სპეციალური საარჩევნო ყუთის გადასატანად კი ვერტმფრენის გამოყოფა ვერ მოხერხდა. „თუშეთის მე-14 საარჩევნო უბანი გახსნილი გვაქვს სოფელ ქვემო ალვანში, სადაც 265 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამავე უბანში გვაქვს სპეციალური სია, რომელშიც სასაზღვრო პოლიციის 24 თანამშრომელია შეყვანილი. გადასატანი ყუთით სარგებლობის მიზნით, თუშეთში მცხოვრებთაგან მხოლოდ 4-მა ამომრჩეველმა მოგვმართა განცხადებით, დანარჩენებს არ მოუმართავთ. რადგან სამანქანო გზა დაკეტილად არის გამოცხადებული, ვერტმფრენის ქირაობის შესაძლებლობა კი არ გვაქვს, ამიტომ თუშეთში არჩევნებს ვერ ვატარებთ“, - აღნიშნა მინდია იოკურიძემ. მისივე თქმით, ის ახმეტის საოლქო-საარჩევნო კომისიას 2010 წლიდან ხელმძღვანელობს და ბოლო 8 წელში თუშეთში საარჩევნო უბანი არ გახსნილა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მოახერხეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წაღება პირიქითა ხევსურეთში, კერძოდ, არხოტის ხეობაში. გუდანის 42-ე საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გოდერძი ჭინჭარაულის განცხადებით, გუდანის უბანზე, ძირითად საარჩევნო სიაში 180 ამომრჩეველია რეგისტრირებული, სპეციალურ სიაში კი 40 - ჭიმღას, ტერღას და ტანიეს სასაზღვრო სექტორებზე მყოფი მესაზღვრეები. „არხოტის უღელტეხილზე თოვლის გამო სამანქანო გზა ჩაკეტილია. გასულ წელსაც იგივე მდგომარეობა იყო, მაგრამ მაინც გავგზავნეთ გადასატანი საარჩევნო ყუთი. კომისიის წევრები არხოტში ცხენებით წავიდნენ. ერთი მიმართულებით გზას რამდენიმე საათი სჭირდება. როცა იქიდან ბრუნდებოდნენ, შეფერხდნენ. მდინარეა გასავლელი. საარჩევნო უბანზე 8 საათამდე მოსვლა ვერ მოასწრეს და გადასატანი საარჩევნო ყუთით მიღებული ბიულეტენები გავაუქმეთ“, - აღნიშნა გოდერძი ჭინჭარაულმა. საარჩევნო უბანი გაიხსნა შატილში, თუმცა დათვიჯვრის უღელტეხილზე ღამით ყინავს და შესაძლოა, შემაჯამებელი ოქმების საოლქო კომისიაში გადატანისას გარკვეული პრობლემები შეიქმნას.
წყარო: მთის ამბები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)