|
2018-10-27 11:25:40, 2030 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: მზად ვართ თავდებში ჩავუდგეთ ზაზა სარალიძეს
„მზად ვართ თავდებში ჩავუდგეთ ზაზა სარალიძეს“ -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბაქრაძემ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას და ხელისუფლებას მიმართა და მოუწოდა გაითვალისწინოს დეპუტატების თავდებობა და სარალიძე პატიმრობიდან გაათავისუფლოს. „ჩვენი საზგოგადოების და თითეული ჩვენგანის ვალდებულებაა არ დავუშვათ ზაზა სარალიძის დაპატიმრება არ დავუშვათ დაპატიმრება იმ ადამიანის რომელსაც ებრძვის სახელმწიფო, რომელსაც უსამართლოდ ექცევა სახელიმწიფო მანქანა და სისტემა და ვინც და ვისი ოჯახიც არის მსხვერპლი იმ უზნეობის რომელიც დღეს ჩამოაყალიბა ქართულმა ოცნებამ. სწორედ ამიტომ ჩვენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები გამოვდივართ ინიციატივით და მზად ვართ თავდებობაში ჩავუდგეთ ზაზა სარალიძეს რომ ის იყოს დაუყოვნებლივ განთავისუფლებული . მოვუწოდებ შს მინისტრს, პირადად ბატონ გახარიას გაითვალისწინონ ჩვენი თავდებობა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ამასთან, საპრეზიდენტო კანდიდატმა, პატივისცემა გამოხატა პოლიციის და დაზარალებული პოლიციელის ოჯახის მიმართ. „უახლოეს პერიოდში ოჯახთან და ადვოკატთან ჩვენ ამას გავაორმებთ დოკუმენტური წესით როგორც ეს საჭიროა და მოვუწოდებ ხელისუფლებას მინისტრ გახარიას და ხელისუფლებას გაითვალისწინოს პარლამენტის წევრების თავდებობა და დაუყონებლიც გაანთავისუფლოს ზაზა სარალიძე. მე აქვე მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი და ჩვენი ძალიან ღრმა აპატივისცემა პოლიციის და თითოეული რიგითი პოლიციელის მიმართ და ვთქვა, რომ ზაზა სარალიძის განთავისუფლება, დარწმუნებული ვარ იქნება მორალური შვება, მათ შორის იმ პოლიციელის და მისი ოჯახისთვისაც, ვისი შეურაცხოყოფის საბაბითაც დღეს ხელისუფლება ცდილობს დააპატიმროს ზაზა სარალიძე და ამ გზით მოიშოროს თავიდან ის ძალიან დიდი უსამართლობა და ის ძალიან დიდი ტკივილი, რომელიც საზოგადოებაში დატოვა დათო სარალიძის მკვლელობის გამოუძებლობამ და მკვლელების ხელის დაფარებამ“, - განაცხადა ბაქრაძემ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)