08:50 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 13:08:40, 958 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ე.წ.კაბელების საქმის სააპელაციო საჩივარს გრიფი საიდუმლო მოხსნა

საქართველოს პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარს საიდუმლო გრიფი მოხსნა.

როგორც  პროკურატურის წარმომადგენელმა ჯარჯი წიკლაურმა განმარტა, გრიფი საჩივრის ნაწილზე კონტრდაზვერვის სამსახურის წერილის საფუძველზე მოიხსნა. მტკიცებულებების ნაწილზე კი კვლავ საიდუმლო გრიფი რჩება.

"ადვოკატებმა პირველივე სხდომაზე იშუამდგომლეს და მოითხოვეს სასამართლო პროცესების დახურვა. მტკიცებულებების განხილვა დახურულ სხდომაზე მოხდა. განჩინება, რომელიც გავასაჩივრეთ, გამოცხადდა დახურულ სხდომაზე, რადგან ის შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას. განჩინების ნაწილი დაიშტრიხა და ისე გადეცა ადვოკატებს. მათ არ აქვთ დაშვება ამ კატეგორიის ინფორმაციაზე. მას შემდეგ, რაც შევიტანეთ საჩივარი სასამართლოში, ჩვენ კვლავ მივმართეთ კონტრდაზვერვის დეპატრამენტს, რომელმაც საჩივარში საიდუმლო და არასაიდუმლო ნაწილი გაიმიჯნა. ამის შემდეგ ჩვენ შევასრულეთ პირობა და მივაწოდეთ ეს საჩივარი ადვოკატებს. ეს პროცედურული საკითხები ადვოკატებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან

სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics