|
2018-10-25 16:59:33, 1686 ნახვა
პოლიტიკა
ანჯაფარიძე: „ოცნებაზე“ განაწყენებული ექსპერტები, საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის გაჩენას ცდილობენ
არჩევნებამდე სამი დღით ადრე, არასამთავრობო ორიგანიზაციები წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ. რა დარღვევებზე ამახვილებს მესამე სექტორი ყურადღებას და როგორია წინასაარჩვენო ფონი - ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს. -არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, ერთობლივად წარადგინეს საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების შუალედური ანგარიშები, რომლებიც წინა არჩევნებზე გამოქვეყნებულ ანგარიშების ფონზე საკმაოდ კრიტიკულია, თქვენ როგორ შეაფასებდით მათ მიერ მოყვანილ ფაქტებს წაინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით და ცესკოს ან, ზოგადად ხელისუფლების რეაქციას? როგორც წინა შუალედური ანგარიშებში ისე ამჟამინდელში, უარყოფითის გარდა დადებითი შეფასებებიც არის. ვიდრე შუალედური ანგარიშების შეფასებაზე გადავალ, მინდა ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, რათა პროცესს არა ვიწრო, არამედ ფართო კუთხით შევხედოთ.გარდამავალი დემოკრატიების მქონე ქვეყნებში, რომლებსაც ჯერ კიდევ განეკუთვნება საქართველო, რომელიც დემოკრატიის განვითარების კუთხით, იმყოფება ევროსაბჭოს მონიტორინგის ქვეშ და რომელსაც არ გააჩნია დემოკრატიული არჩევნების ხანგრძლივი ტრადიცია, არჩევნებზე ხარვეზები მოსალოდნელია. რაც შეეხება უშუალოდ შუალედურ ანგარიშებს.. ავიღოთ მაგალითად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წინასაარჩევნო გარემოს შუალედური შეფასება, სადაც ყველა ტიპის დამტკიცებული თუ სავარაუდო დარღვევების ჯამური რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 7 მუნიციპალიტეტში არის მხოლოდ 17. „სამართლიანი არჩევნები“ ამ მხრივ უფრო „გულუხვი“ აღმოჩნდა და 94 დარღვევა დააფიქსირა, თუმცა ცესკოს მხოლოდ 32 განცხადებით ან საჩივრით მიმართა. თვალში მომხვდა ცალკეული დარღვევების აღწერის ზოგადი ხასიათი, მაგალითად სავარაუდო მოსყიდვად არის შეფასებული პროდუქტების დარიგება და მატერიალური დახმარების სიტყვიერი დაპირება. არ არის ახსნილი, ეს არჩევნების კონტექსტში მოხდა თუ სხვა კონტექსტში. ანგარიშებში თითქმის არაფერია ნათქვამი წინასაარჩევნო გარემოს ისეთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმზე, როგორიც არის მედია გარემო, რომლის მეშვეობითაც საარჩევნო სუბიექტები ახდენენ ფართო აუდიტორიაზე წვდომას. ევროკავშირის ელჩი, რომელიც ბუნებრივია არცერთი პარტიის და კანდიდატის მომხრე არ გახლავთ, აღნიშნავს რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის დადებითი ტრენდი არის ის, რომ ინფორმაციის მიწოდების კუთხით ბალანსი ქართულ მედიაში მაღლა იწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. თუმცა რა თქმა უნდა მედიის პროფესიონალიზმი ჯერ კიდევ გაცილებით უკეთესის სურვილს ტოვებს. სრულიად ვიზიარებ ელჩის პოზიციას, სიძულვილის ენით გაჟღენთილ რეპორტაჟებზე და განცხადებებზე. ამ კუთხით განსაკუთრებით სცოდავს ერთ -ერთ ოპოზიციურ პარტიასთან აფილირებული ყველასათვის ცნობილი ტელეკომპანია და მისი ხელმძღვანელობა
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)