15:58 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 13:37:41, 2533 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: წელს ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობა დაკონტრაქტდება

წელს ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობას დავაკონტრაქტებთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არის რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც გეგმას ჩამორჩება.

„მიმდინარე ბიუჯეტში ცვლილებები არ შევა. არის მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ჩამორჩება გეგმას. ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ უმეტესის დაკონტრაქტებას მოვახდენთ და თანხასაც გადავცემთ. ფაქტობრივი ხარჯი ამ წელს ალბათ არ მოესწრება. გამომდინარე აქედან, ლარზე ზეწოლას ამით არ მოვახდენთ. თუმცა, წელს ბიუჯეტის ათვისება მაინც მოხდება",- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics