|
2018-10-24 17:23:48, 848 ნახვა
რეგიონი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საზღვაო ნაოსნობაში შრომის შესახებ კონვენციის ტრენინგი ჩატარდა
23-24 ოქტომბერს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შავი და კასპიის ზღვის პროექტის ფარგლებში, საზღვაო ნაოსნობაში შრომის შესახებ კონვენციის (MLC 2006) ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი, რომელსაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშროლები და მეზღვაურთა პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს ექსპერტებმა ჩაატარეს. ტრენინგზე განხილულ იქნა საზღვაო ნაოსნობაში შრომის შესახებ კონვენცია, როგორც მეზღვაურთა უფლებების დაცვის ინსტრუმენტი. კერძოდ: კონვენციის სტრუქტურა, მინიმალური მოთხოვნები მეზღვაურებისთვის, მეზღვაურთა დასაქმების პირობები, კვება, ჯანმრთელობის დაცვა, სამედიცინო დახმარება, სოციალური დაცვა და MLC კონვენციის შესაბამისად ინსპექტირებასთან დაკავშირებული ყველა საკითხები. "MLC 2006 კონვენცია მიღებულ იქნა 2006 წლის თებერვალში, 94-ე შრომის საერთაშორისო კონფერენციის მიერ მე-10 საზღვაო სესიაზე. ამ კონვენციით გადასინჯული და კონსოლიდირებულია 37 არსებული კონვენცია და მათთან დაკავშირებული რეკომენდაციები. ეს კონვენცია თავს უყრის საზღვაო სანაოსნოში შრომის შესახებ არსებულ თითქმის ყველა ნორმატიულ დოკუმენტს ერთი ახალი კონვენციის სახით, რომელიც შედგენილია ახალი ფორმატით და, საჭიოებისამებრ, მოიცავს ცალკეულ განახლებებს თანამედროვე რეალიების ასახვისა და დებულებების თანამედროვე ენით ჩამოყალიბებისათვის. იგი მსოფლიოს 1.2 მლნ-ზე მეტ მეზღვაურს უზრუნველყოფს ფართო უფლებებითა და სამუშაო ადგილზე დაცვის გარანტიებით." საქართველოს მიერთება აღნიშნულ კონვეცნიასთან და მისი დებულებების ასახვა კანონმდებლობაში იგეგმება 2019-2020 წლებში, რაც გააუმჯობესებს ქართველი მეზღვაურების შრომით და სოციალურ სტატუსს და საქართველოს დროშას გახდის უფრო მიმზიდველს.
(NS)
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)