08:29 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-23 19:21:15, 1907 ნახვა

პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი იტალიის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის, ასევე, საგადასახადო და საბაჟო კუთხით გამოცდილების გაზიარების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურების საკითხები.

საუბარი შეეხო ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციების ჩადების პერსპექტივას და ამ მიმართულებით იტალიური კომპანიების დაინტერესებას.

იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გამოთქვა მზაობა, მხარი დაუჭიროს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებას, როგორც ეკონომიკური, ისე საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს იტალიური და ქართული ბიზნესკომპანიების ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics